ხორვატიულმა გამოცემა Gloria.hr-მა მოულოდნელი ამბავი გაავრცელა – ბალკანური ქვეყნის საფეხბურთო ნაკრების ერთ-ერთი მწვრთნელი ოგნენ ვუკოევიჩი მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებამდე რუსეთის დატოვებას არ აპირებს.
ხორვატიის საფეხბურთო ნაკრების მცველმა, დომაგოი ვიდამ და მწვრთნელმა, ოგნენ ვუკოევიჩმა რუსეთთან მოგებული მერვედფინალური შეხვედრის შემდეგ უკრაინის მხარდაჭერა გამოხატეს, რის გამოც ვიდა ფიფა-მ გააფრთხილა, ხოლო ვუკოევიჩი დელეგაციიდან გამოიწვიეს და ტურნირზე აკრედიტაციის გარეშე დარჩა.
ბევრმა ავტომატურად ჩათვალა, რომ ოგნენ ვუკოევიჩი რუსეთიდან წავიდა, მაგრამ მისმა მეუღლემ, ანდრეა ვუკოევიჩმა განაცხადა, რომ ოგნენი ხორვატიის ნაკრების მხარდასაჭერად დარჩება.
„ის ემოციურად რეაგირებდა, რადგან უკრაინაში შვიდი წელი თამაშობდა და მისი მეორე სახლი გახდა. ხორვატიის ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებას გაგებით და პატივისცემით მოეკიდა, მაგრამ რუსეთში დარჩება და ნაკრებს ბოლომდე მხარს დაუჭერს“, – განაცხადა ანდრეა ვუკოევიჩმა Gloria.hr-თან.
11 ივლისს ხორვატიის ნაკრები მოსკოვის „ლუჟნიკების“ სტადიონზე ინგლისს დაუპირისპირდება. შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
გადმოწერეთ ჩვენი უნიკალური აპლიკაცია FIFA 2018! Android iOS
და თქვენ გექნებათ საშუალება ოპერატიულად გაეცნოთ ყველა საინტერესო სიახლეს, მატჩების ზუსტ განრიგს, შედეგებს LIVE-რეჟიმში და შექმნათ თქვენი პროგნოზი!
თამაშების ზუსტი განრიგი – მსოფლიო ჩემპიონატი პირველ არხზე!