ვსვამ იმას, რაც მინდა - რაიან გიგზმა კრიშტიანო რონალდოსთან დაკავშირებული ისტორია გაიხსენა
ვსვამ იმას, რაც მინდა - რაიან გიგზმა კრიშტიანო რონალდოსთან დაკავშირებული ისტორია გაიხსენა

„მანჩესტერ იუნაიტედისა“ და უელსის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა რაიან გიგზმა პორტუგალიური გამოცემა „ჟოგუს“ (O Jogo) ჟურნალისტებთან რამდენიმე წლის წინ მომხდარი შემთხვევა გაიხსენა, როდესაც კრიშტიანო რონალდოს შენიშვნა მისცა. როგორც ირკვევა, ერთხელ უელსელმა დაინახა, რომ რონალდო საუზმის დროს „კოკა-კოლას“ სვამდა და უთხრა მას: „ჩვენ აქ მაგას არ ვაკეთებთ“.

კრიშტიანომ გიგზს ამ შემთხვევიდან რამდენიმე დღის შემდეგ უპასუხა, როდესაც ერთ-ერთ მატჩში ჰეთ-თრიკი შეასრულა. მესამე გოლის აღნიშვნის შემდეგ ის უელსელთან მივიდა და უთხრა: „მე ვსვამ იმას, რაც მინდა, გიგზი“.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანო რონალდო და რაიან გიგზი „მანჩესტერ იუნაიტედში“ თანაგუნდელები 2003-09 წლებში იყვნენ.