ვრცელდება ინფორმაცია, რომ აარონ რემზიმ არსენალში ბოლოჯერ ითამაშა
ვრცელდება ინფორმაცია, რომ აარონ რემზიმ არსენალში ბოლოჯერ ითამაშა

ლონდონის არსენალის ნახევარმცველმა აარონ რემზიმ ნაპოლის წინააღმდეგ ევროპის ლიგის მეოთხედფინალის განმეორებით მატჩში ტრავმა მიიღო. უელსელმა ფეხბურთელმა 31-ე წუთზე მუხლი დაიზიანა და, როგორც ჩანს, მისთვის მიმდინარე სეზონი დასრულებულია.

ცნობილია, რომ რემზი ტურინის იუვენტუსს წინასწარ კონტრაქტზე უკვე მოელაპარაკა და ამ ზაფხულს იტალიურ გუნდში გადავა. ასე რომ, დიდი ალბათობით, ხუთშაბათის მატჩი ნაპოლის წინააღმდეგ არსენალის  შემადგენლობაში უელსელისთვის უკანასკნელი იყო.