ამსტერდამის „აიაქსი“ მოელაპარაკა ინგლისურ „ბარნლის“ ნიდერლანდების ნაკრების ფორვარდის, ვოუტ ვეგჰორსტის ტრანსფერზე. 32 წლის ფეხბურთელთან გაფორმდება კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე. ამის შესახებ დაწერა ამსტერდამული კლუბის პრესსამსახურმა.
გასული სეზონი ვეგჰორსტმა იჯარით „ჰოფენჰაიმში“ ითამაშა, სადაც 30 მატჩში შვიდი გოლი გაიტანა და ოთხი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.
ნიდერლანდების ნაკრებში ვეგჰორსტს ჩატარებული აქვს 39 მატჩი, რომელშიც 12 გოლი გაიტანა.