„ვორიორსმა“ „ჰიუსტონი“ სერიის მესამე მატჩში 41 ქულის სხვაობით დაამარცხა
დასავლეთ კონფერენციის ფინალურ სერიაში კვლავ მოქმედი ჩემპიონი დაწინაურდა.
„გოლდენ სტეიტ ვორიორსმა“ საკუთარ „ორაკლ არენაზე“ „ჰიუსტონ როკეთსს“ შანსი არ დაუტოვა და 41 ქულის სხვაობით 126-85 სძლია.
სტივ კერის გუნდში ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა სტეფ კარიმ, რომლის ანგარიშზე 35 ქულაა. 25 ქულით დაასრულა შეხვედრა კევინ დიურანტმა. 10 ქულითა და 17 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა დრეიმონდ გრინმა. მას სამმაგ დუბლამდე 4 პასი დააკლდა. ზაზა ფაჩულიამ მხოლოდ 3 წუთი ითამაშა.
ტეხასელთა რიგებში ყველაზე მეტი 20 ქულა ჯეიმს ჰარდენის ანგარიშზეა. შედეგად „ვორიორსი“ სერიაში 2-1 დაწინაურდა.
მომდევნო მატჩი ამ ორ გუნდს შორის კვლავ „ორაკლ არენაზე“ 23 მაისს შედგება