ლიგის მოქმედმა ჩემპიონმა “გოლდენ სტეიტ ვორიორსმა” ახალ ორლეანში სერიის რიგით მესამე მატჩის წაგების შემდეგ “პელიკანსი” ამჯერად დამაჯერებელი ანგარიშით, 92-118 დაამარცხა და კონფერენციის ფინალისკენ უდიდესი ნაბიჯი გადადგა.
სტივ კერის გუნდი მთელი მატჩის განმავლობაში დამაჯერებლად ლიდერობდა. ყველაზე მეტი ქულა (38) კევინ დიურანტის ანგარიშზეა, 23 ქულით დაასრულა შეხვედრა სტეფ კარიმ.
ზაზა ფაჩულია სტივ კერმა მხოლოდ 3:26 წუთი ათამაშა. ქართველმა ცენტრმა ამ მცირე დროის მანძილზე 1 ქულა, 1 მოხსნა და 1 ჩაჭრა დააგროვა. “პელიკანსის” შემადგენლობაში 26 ქულითა და 12 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა ენტონი დევისმა.
20 ქულით დაასრულა მატჩი ეტუან მურმა. ჯრუ ჰოლიდეის ანგარიშზე 19 ქულაა. მომდევნო, რიგით მეხუთე შეხვედრა ამ ორ გუნდს შორის 9 მაისს შედგება.