ვორენ ბაფეტმა ლებრონ ჯეიმსი შეაქო
ვორენ ბაფეტმა ლებრონ ჯეიმსი შეაქო

ჟურნალმა თაიმმა საკუთარი ვერსიით პლანეტის 100 ყველაზე გავლენიანი ადამიანი დაასახელა. სიაში არაერთი სპორტსმენი მოხვდა, მათ შორის არიან გოლფის მოთამაშე ტაიგერ ვუდსი, საფეხბურთო კლუბ ლივერპულის ფეხბურთელი მოჰამედ სალაჰი, ორგზის დიდი სლემის საჩოგბურთო ტურნირის გამარჯვებული ნაომი ოსაკა და ასევე ლოს ანჯელეს ლეიკერსის კალათბურთელი ლებრონ ჯეიმსი.

ლებრონს ეს წარმატება ცნობილმა ბიზნესმენმა ვორენ ბაფეტმა მიულოცა. ბაფეტმა რამდენიმე წლის წინ ლებრონთან შეხვედრაზე ძალიან დადებითად ისაუბრა.

„ის ნამდვილი გმირია. ლებრონმა ძალიან ბევრ ბავშვს მისცა უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობა და ის უდიდეს გავლენას ახდენს მილიონობით ახალგაზრდაზე პლანეტის მასშტაბით“.

დატოვე კომენტარი