ვოლოდიმირ ზელენსკიმ წარადგინა კანონპროექტი, რომელიც უკრაინის მიერ ირანისთვის 50-წლიანი სანქციების დაწესებას ითვალისწინებს
ვოლოდიმირ ზელენსკიმ წარადგინა კანონპროექტი, რომელიც უკრაინის მიერ ირანისთვის 50-წლიანი სანქციების დაწესებას ითვალისწინებს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ წარადგინა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს უკრაინის მიერ ირანისთვის სანქციების დაწესებას 50 წლის განმავლობაში, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა განაცხადა.

ერმაკის განცხადებით, ირანი რუსეთს აწვდის იარაღს, მათ შორის, ასობით უპილოტო თვითმფრინავს. თეირანი აღნიშნულ ბრალდებებს უარყოფს.

უკრაინის პარლამენტის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი შეაჩერებს ირანული საქონლის ტრანზიტს უკრაინის გავლით. ირანს აეკრძალება უკრაინის სივრცის გამოყენება.

კანონპროექტის მიხედვით, უკრაინა დააწესებს სავაჭრო, ფინანსურ და ტექნოლოგიურ სანქციებს ირანისა და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ.

შეგახსენებთ, ვოლოდიმერ ზელენსკიმ მანამდე განაცხადა, რომ რუსეთმა უკრაინას რაოდენობრივად ყველაზე ძლიერი დარტყმა მიაყენა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მოსკოვმა 54 ირანული წარმოების უპილოტო საფრენი აპარატი გამოიყენა.