ვოლოდიმირ ზელენსკიმ სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაური შეცვალა
ვოლოდიმირ ზელენსკიმ სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაური შეცვალა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაური შეცვალა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

კერძოდ, 25 ივლისით დათარიღებული განკარგულებების თანახმად, მან აღნიშნული თანამდებობიდან გრიგორი გალაგანი გაათავისუფლა და ვიქტორ ხორენკო დანიშნა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ გალაგანი უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურად 2020 წლის 25 აგვისტოს დანიშნა.