ვოლოდიმირ ზელენსკიმ ანჯეი დუდასთან სატელეფონო საუბარი გამართა - ვაგრძელებთ მუშაობას, რათა რეალობად იქცეს ნატო-ში უკრაინის წევრობა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სატელეფონო საუბარი გამართა პოლონეთის პრეზიდენტთან, ანჯეი დუდასთან. ამის შესახებ ზელენსკი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე წერს.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, საუბრისას მათ განიხილეს უკრაინის ბრძოლის ველზე არსებული ვითარება, ასევე თავდაცვის ძალების საჭიროებები.
„განვიხილეთ ბრძოლის ველზე არსებული ვითარება და თავდაცვის ძალების საჭიროებები. მადლობას ვუხდი პოლონეთს თავდაცვის სფეროში მიღწეული შეთანხმებების შესრულებისთვის. ჩვენ ასევე შევთანხმდით შემდგომ ნაბიჯებზე ნატო-ს სამიტის მომზადების კონტექსტში. ვაგრძელებთ ერთად მუშაობას, რათა რეალობად იქცეს ალიანსში უკრაინის წევრობა“, – წერს ზელენსკი.