ვოლოდიმირ ზელენსკი - ვემზადებით დაძაბული კვირისთვის, ბევრს შევძლებთ, თუ პარტნიორები მოგვისმენენ და მხარს დაუჭერენ წინადადებას, რომელიც მიგვიყვანს ომის დასრულებამდე
ვოლოდიმირ ზელენსკი - ვემზადებით დაძაბული კვირისთვის, ბევრს შევძლებთ, თუ პარტნიორები მოგვისმენენ და მხარს დაუჭერენ წინადადებას, რომელიც მიგვიყვანს ომის დასრულებამდე

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მიმდინარეობს მზადება მნიშვნელოვანი კვირისთვის, რომლის მიზანიც მსოფლიოს შთაგონებაა, რომ გადამწყვეტ ქმედებებზე გადავიდნენ.

„ახლა ვემზადებით ძალიან დაძაბული კვირისთვის – დიპლომატიის კვირისთვის. ბევრს შევძლებთ, თუ პარტნიორები მოგვისმენენ და მხარს დაუჭერენ წინადადებას, რომელიც ნამდვილად მიგვიყვანს ომის დასრულებამდე“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური ვიდეომიმართვისას.

უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ გეგმავს შეერთებული შტატების პრეზიდენტთნ, დონალდ ტრამპთან შეხვედრას. ამასთან, ზელენსკის თქმით, მნიშვნელოვანი შედეგები იქნება რუსეთის მიერ გატაცებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნების საკითხზე.

„ძალის გარეშე მშვიდობა არ დამყარდება“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე განმარტა, რომ უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-19 პაკეტის სწრაფად დამტკიცებას ელოდება.