ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინაში არცერთი „პატრიოტის“ სისტემა არ არის განადგურებული
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინაში არცერთი „პატრიოტის“ სისტემა არ არის განადგურებული

უკრაინაში არცერთი „პატრიოტის“ სისტემა არ არის განადგურებული, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„რუსეთში ვინც არ უნდა თქვას, რომ ჩვენი „პატრიოტები“ გაანადგურეს, ყველა ადგილზეა და მუშაობს, ყველა რუსულ რაკეტას ანადგურებენ. ჩამოაგდეთ რაც შეიძლება ეფექტურად. არცერთი „პატრიოტი“ არ არის განადგურებული!“ – აღნიშნა ზელენსკიმ.

16 ივნისს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთმა, სავარაუდოდ, კიევის მახლობლად „პატრიოტის“ ხუთი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი გაანადგურა და შეძლებენ ნებისმიერი შენობის განადგურებას კიევის ცენტრში.