ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა ყოველდღიურად 60-100 ჯარისკაცს კარგავს
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა ყოველდღიურად 60-100 ჯარისკაცს კარგავს

უკრაინა ყოველდღიურად 60-100 ჯარისკაცს კარგავს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ newsmax-თან ინტერვიუში განაცხადა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

„სიტუაცია ძალიან რთულია. ჩვენ ყოველდღიურად ვკარგავთ 60-100 ჯარისკაცს, 500-მდე კი ბრძოლაში იჭრება. ასე ვინარჩუნებთ თავდაცვით ხაზებს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკის თქმით, ყველაზე რთული ვითარება ქვეყნის აღმოსავლეთითაა.