ვოლოდიმირ ზელენსკი - სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს ფრონტის ბევრ სექტორში, რომელთა საერთო სიგრძე 2 000 კილომეტრზე მეტია
ვოლოდიმირ ზელენსკი - სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს ფრონტის ბევრ სექტორში, რომელთა საერთო სიგრძე 2 000 კილომეტრზე მეტია

სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს ფრონტის ბევრ სექტორში, რომელთა საერთო სიგრძე 2 000 კილომეტრზე მეტია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, კრიმინალურ მობილიზაციას რუსეთი იყენებს არა მხოლოდ უკრაინაში ხალხის ტანჯვის გასახანგრძლივებლად და მსოფლიოს შემდგომი დესტაბილიზაციისთვის, არამედ იმ ტერიტორიებზე მცხოვრები მკვიდრი ერების მამაკაცების ფიზიკური განადგურების მიზნით, რომლებსაც ამჟამად რუსეთის ფედერაცია დროებით აკონტროლებს.

„კატასტროფული ვითარება ოკუპირებულ ყირიმში. ყირიმელი თათრების შესახებ ინფორმაცია სრულად არის დადასტურებული. ეს არის რუსეთის გენოციდური პოლიტიკის კიდევ ერთი ელემენტი. იგივე ხდება თავად რუსეთის ტერიტორიაზე. ეს გათვლილი იმპერიული პოლიტიკაა. ეს არის დარტყმა, მაგალითად, დაღესტნისა და მთელი კავკასიის ხალხებისთვის, ციმბირისა და სხვა ტერიტორიების მკვიდრი ხალხებისთვის. ჩვენ ვხედავთ, რომ ხალხმა, კერძოდ, დაღესტანში დაიწყო ბრძოლა სიცოცხლისთვის. ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი იწყებენ იმის გაგებას, რომ ეს არის მათი სიცოცხლის საკითხი. რატომ უნდა დაიღუპოს მათი ქმრები, ძმები, ვაჟები ამ ომში? ომში, რომელიც ერთ ადამიანს უნდა. ომში ჩვენი ხალხის წინააღმდეგ, ჩვენს მიწაზე. შვილებს ომში არ აგზავნის. იბრძოლეთ იმისთვის, რომ თქვენი შვილები არ გაიგზავნონ სიკვდილამდე – ყველა, ვინც შეიძლება, ამ კრიმინალური რუსული მობილიზაციის ქვეშ წაიყვანონ. რადგან თუ მოხვალთ ჩვენი შვილების სიცოცხლის წასაღებად – როგორც მამა გეტყვით – ცოცხალს აღარ გაგიშვებთ. კიდევ ერთხელ მინდა, ხაზი გავუსვა: არის გამოსავალი, არ დაემორჩილოთ კრიმინალურ მობილიზაციას. გაიქეცით, ან უკრაინის ტყვეობას პირველივე შესაძლებლობის შემთხვევაში ჩაბარდით“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.