ვოლოდიმირ ზელენსკი სახელმწიფო მოხელეებს მიმართავს – მხოლოდ შედეგიანი მუშაობა გაძლევთ უფლებას, გეკავოთ სახელმწიფო თანამდებობა

01:05, 29.08.2022

მხოლოდ შედეგიანი მუშაობა გაძლევთ უფლებას, გეკავოთ სახელმწიფო თანამდებობა, – ასე მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სახელმწიფო მოხელეებს მორიგი ვიდეომიმართვის დროს.

„სამხედრო დახმარება – შეიარაღება და საბრძოლო მასალა, ფინანსური დახმარება, ჩვენი აღდგენის პოლიტიკური და საინფორმაციო მხარდაჭერა – ყოველდღე, თითოეულმა სახელმწიფო მოხელემ უნდა აჩვენოს შედეგი საკუთრ პასუხისმგებლობის ზონაში. მხოლოდ შედეგიანი მუშაობა გაძლევთ უფლებას, გეკავოთ სახელმწიფო თანამდებობები. ეს უნდა ახსოვდეს ყველას, ვისაც ძალაუფლება აქვს მინიჭებული“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი