ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთთან ომის დასასრული იმაზე ახლოსაა, ვიდრე გვგონია
ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთთან ომის დასასრული იმაზე ახლოსაა, ვიდრე გვგონია

რუსეთთან ომის დასასრული იმაზე ახლოსაა, ვიდრე გვგონია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ეიბისი ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„გამარჯვების გეგმა არის უკრაინის გაძლიერება. სწორედ ამიტომ, ვთხოვთ ჩვენს მეგობრებს, პარტნიორებს, რომ გაგვაძლიერონ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, რომ მშვიდობასთან იმაზე ახლოს ვართ, ვიდრე ჩვენ გვგონია. ჩვენ ახლოს ვართ ომის დასასრულთან. ჩვენ უბრალოდ უნდა ვიყოთ ძლიერი“, – თქვა ზელენსკიმ.

ინტერვიუს დროს უკრაინის ლიდერმა ასევე ისაუბრა კურსკში მიმდინარე ოპერაციაზე და აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტს ეშინია ამ ოპერაციის.

„ეს მართალია. მას ძალიან ეშინია. რატომ? იმიტომ, რომ მისმა ხალხმა დაინახა, მას არ შეუძლია დაცვა – მას არ შეუძლია მთელი თავისი ტერიტორიის დაცვა. მხოლოდ ძლიერი პოზიციიდან შეუძლია უკრაინას, აიძულოს პუტინი შეწყვიტოს ომი“,- თქვა ზელენსკიმ.