ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთის სტრატეგიული მარცხი უკვე თვალსაჩინოა ყველასთვის მსოფლიოში
ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთის სტრატეგიული მარცხი უკვე თვალსაჩინოა ყველასთვის მსოფლიოში

რუსეთის სტრატეგიული მარცხი უკვე თვალსაჩინოა ყველასთვის მსოფლიოში, – ეს განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა ომის 78-ე დღის ბოლოს გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში გააკეთა.

„რუსეთის სტრატეგიული მარცხი უკვე თვალსაჩინოა ყველასთვის მსოფლიოში. მხოლოდ რუსეთს ჯერ არ ყოფნის სიმამაცე, რომ ეს აღიაროს. ისინი მხდალები არიან. ისინი ცდილობენ, სიმართლე დამალონ სარაკეტო, საავიაციო და საარტილერიო დარტყმებით. ჩვენი მიზანია, განვაგრძოთ ბრძოლა, ვიდრე არ მივაღწევთ ჩვენს ამოცანებს ამ ომში, გავათავისუფლებთ ჩვენს მიწას, ხალხს და მყარად უზრუნველვყოფთ ჩვენს უსაფრთხოებას“, – განაცხადა ზელენსკიმ.