ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსებს შეუძლიათ, ყოველდღიურად გამოიყენონ ათი ათასობით საარტილერიო ჭურვი ფრონტის ერთ სექტორზე, ამიტომ ვანგრევთ ოკუპანტების პოტენციალს
ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსებს შეუძლიათ, ყოველდღიურად გამოიყენონ ათი ათასობით საარტილერიო ჭურვი ფრონტის ერთ სექტორზე, ამიტომ ვანგრევთ ოკუპანტების პოტენციალს

რუსებს შეუძლიათ, ყოველდღიურად გამოიყენონ ათი ათასობით საარტილერიო ჭურვი ფრონტის ერთ სექტორზე, ამიტომ ვანგრევთ ოკუპანტების პოტენციალს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

ზელენსკის თქმით, რუსეთის არმიის შესუსტებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს „ჰიმარსის“ სარაკეტო სისტემები და პარტნიორებისგან მიღებული სხვა შეიარაღება.

„რუსეთის ეკონომიკა ბოლო 50 წლის განმავლობაში ყველაზე დიდ კრიზისში აღმოჩნდა. სამყარო უარს ამბობს მასთან კავშირზე. სიტყვები „ჩამოშლა“, „დეფიციტი“ და „სიღარიბე“ არის ის, რაც აღწერს რუსეთის ცხოვრებას მანამდე, ვიდრე ამ სახელმწიფოს სურს, იყოს ტერორისტული სახელმწიფო. მათ 35 000-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგეს და ეს ჯერ კიდევ კონსერვატიული შეფასებაა. და რისთვის არის ეს ყველაფერი? იმისთვის, რომ გიჟმა პროპაგანდისტებმა სადღაც ეთერში აჩვენონ რუსული ან საბჭოთა ბანერი ნანგრევებზე… სხვა პასუხი უბრალოდ არ არსებობს. ყველასთვის მსოფლიოში – და დარწმუნებული ვარ, ყველა ინტელექტუალური ადამიანისთვის თვით რუსეთში – ცხადია, რომ უკრაინა გაიმარჯვებს. ეს მხოლოდ დროის საკითხია. ეს არის, სამწუხაროდ, იმ ზარალის საკითხი, რომელსაც ჩვენ ვიღებთ, უპირველესად, ადამიანების ზარალს. ეს არის თანამედროვე იარაღის საკითხი, რომელიც უნდა მივიღოთ და აუცილებლად მივიღებთ“, – თქვა ზელენსკიმ.