ვოლოდიმირ ზელენსკი - მადლობელი ვარ აშშ-ის სენატის უკრაინის გადარჩენისთვის დამტკიცებული დახმარების გამო
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მადლობას უხდის აშშ-ის სენატს კანონპროექტის დამტკიცებისთვის, რომელიც უკრაინის დახმარებას მოიცავს.
„მადლობელი ვარ აშშ-ის სენატის უკრაინის გადარჩენისთვის დამტკიცებული დახმარების გამო. მადლობა უმრავლესობის ლიდერს, ჩაკ შუმერს და რესპუბლიკელ ლიდერს, მიჩ მაკკონელს მათი გადამწყვეტი ლიდერობისთვის ამ ორპარტიული კანონმდებლობის წინსვლაში. მადლობას ვუხდი აშშ-ის სენატორებს ორივე მხრიდან, ვინც კანონპროექტს მხარი დაუჭირა“, – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, კანონპროექტის დამტკიცება აძლიერებს ამერიკის, როგორც დემოკრატიის შუქურისა და თავისუფალი სამყაროს ლიდერის როლს.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ დასძინა, რომ ის აფასებს ამერიკის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მხარდაჭერას და მოუთმენლად ელოდება, რომ ბაიდენი სწრაფად მოაწერს ხელს აღნიშნულ კანონპროექტს.