ვოლოდიმირ ზელენსკი - ევროპაში ბირთვული უსაფრთხოება მხოლოდ მას შემდეგ აღდგება, რაც რუსები ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან გავლენ
ვოლოდიმირ ზელენსკი - ევროპაში ბირთვული უსაფრთხოება მხოლოდ მას შემდეგ აღდგება, რაც რუსები ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან გავლენ

ევროპაში ბირთვული უსაფრთხოება მხოლოდ მას შემდეგ აღდგება, რაც რუსები ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან გავლენ, – ამის შესახებ განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ომის 169-ე დღის ბოლოს გამოქვეყნებული ვიდეომიმართვის დროს გააკეთა.

„რუსეთმა კიდევ ერთხელ გახვრიტა ტერორიზმის მსოფლიო ისტორიის ფსკერი. ჯერ არავის და არასდროს გამოუყენებია ატომური ელექტროსადგური, რათა ასე ღიად დაემუქროს მსოფლიოს და პირობების წამოსაყენებლად. მსოფლიოში აბსოლუტურად ყველას უნდა ჰქონდეს რეაქცია, რომ ოკუპანტები ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან გააგდონ. ეს გლობალურ ინტერესებშია და მხოლოდ უკრაინის მოთხოვნილებას არ წარმოადგენს. მხოლოდ რუსების სრულად გასვლა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან და მასზე უკრაინელების კონტროლის აღდგენა შექმნის გარანტიას ევროპაში ბირთვული უსაფრთხოების აღდგენისთვის“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.