ვოლოდიმირ ზელენსკი - დღის წესრიგი უკვე დასახულია, იქნება გადაწყვეტილებები, რომლებიც საშუალებას მოგვცემს, კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი მეომრები
ვოლოდიმირ ზელენსკი - დღის წესრიგი უკვე დასახულია, იქნება გადაწყვეტილებები, რომლებიც საშუალებას მოგვცემს, კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი მეომრები

დღის წესრიგი უკვე დასახულია. კერძოდ, იქნება გადაწყვეტილებები, რომლებიც საშუალებას მოგვცემს, კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი მეომრები, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვისას განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ახალი გადაწყვეტილებები უკრაინას სხვადასხვა სფეროში უფრო მტკიცეს გახდის.

„სამხედრო მეთაურებს მიეცემათ საშულება, უფრო აქტიურად მოამზადონ ინფრასტრუქტურა ახალი უკრაინული თვითმფრინავებისთვის. დიპლომატებს მიეცემათ საშუალება, გაავრცელონ ყველაფერი პარტნიორებთან ურთიერთობაში, რაც ჩვენს მეომრებს უფრო აქტიურად სჭირდებათ. თითოეული განყოფილების მოთხოვნები ძალიან ნათელია. სწორედ ასეთი უნდა იყოს უკრაინული დიპლომატიის შედეგები“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში შეაჯამა ბოლო ერთი კვირის შედეგები ბრძოლის ველზე და მადლობა გადაუხადა იმ უკრაინელებს, რომლებიც ყველაზე მეტად გამოირჩეოდნენ ქვეყნის დასაცავად ბრძოლაში მიმდინარე შვიდი დღის განმავლობაში.