ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენ არ გვაქვს არავითარი გარემოება რუსეთის პრეზიდენტთან სასაუბროდ, რადგან ის არ ასრულებს თავის სიტყვას, მის მიმართ ნდობა არ გვაქვს
ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენ არ გვაქვს არავითარი გარემოება რუსეთის პრეზიდენტთან სასაუბროდ, რადგან ის არ ასრულებს თავის სიტყვას, მის მიმართ ნდობა არ გვაქვს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ის არ შეხვდება ვლადიმერ პუტინს, რადგან რუსეთის ლიდერის ნდობა არ შეიძლება. ამის შესახებ მან ტელეკომპანია „სიენენთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენ არ გვაქვს არავითარი გარემოება რუსეთის პრეზიდენტთან სასაუბროდ, რადგან ის არ ასრულებს თავის სიტყვას. ჩვენ არ გვაქვს მის მიმართ ნდობა. რუსეთმა უნდა დატოვოს ჩვენი ტერიტორია და მხოლოდ ამის შემდეგ სიხარულით შევუერთდებით დიპლომატიურ ინსტრუმენტებს. ჩვენ გამარჯვება გვსურს და არ გვინდა, მივეჩვიოთ ომს, მაგრამ მივეჩვიეთ გამოწვევებს. ყველას ერთი რამ სურს – ომის დასრულება“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინის გამარჯვებისთვის ავიაგამანადგურებლებს გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნებოდა. მან ასევე მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ ჯო ბაიდენს გასულ თვეში უკრაინაში ვიზიტისთვის.