ვოლოდიმირ ზელენსკი - ბრძოლები მძიმეა, ოკუპანტები ყველანაირად ცდილობენ ჩვენი ბიჭების შეჩერებას, რაც არ უნდა გააკეთოს მტერმა, დომინირებს უკრაინული ძალა
ვოლოდიმირ ზელენსკი - ბრძოლები მძიმეა, ოკუპანტები ყველანაირად ცდილობენ ჩვენი ბიჭების შეჩერებას, რაც არ უნდა გააკეთოს მტერმა, დომინირებს უკრაინული ძალა

ოკუპანტები ყველანაირად ცდილობენ ჩვენი მებრძოლების შეჩერებას, ბრძოლები მძიმეა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„ბრძოლები მძიმეა, ოკუპანტები ყველანაირად ცდილობენ ჩვენი ბიჭების შეჩერებას. თავდასხმები ძალიან სასტიკია. კუპიანსკის, ლიმანსკის, ბახმუტის, მარინკას, ავდეევკას მიმართულებები, სამხრეთის მიმართულებები, ყველგან რთული ვითარებაა, მაგრამ რაც არ უნდა გააკეთოს მტერმა, დომინირებს უკრაინული ძალა. მე მადლობელი ვარ ამისთვის ყველასი ფრონტის ხაზზე“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, საერთო ჯამში, რუსეთი უკრაინას 1961 „შაჰედის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატით დაესხა თავს.

„საერთო ჯამში, ტერორისტებმა უკრაინის წინააღმდეგ, სულ მცირე, 1961 „შაჰედი“ უკვე გამოუშვეს და მათი მნიშვნელოვანი ნაწილი უკრაინელებმა ჩამოაგდეს. სამწუხაროდ, არა ყველა მათგანი. ჩვენ ვმუშაობთ მეტის ჩამოგდებაზე, რაც შეიძლება მეტის ჩამოგდებაზე. ჩვენ ვმუშაობთ, რომ გვქონდეს მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემა. კერძოდ, ეს არის ჩვენი თითოეული ელჩის, უკრაინის ყველა წარმომადგენლის ამოცანა. ყველამ უნდა იმუშაოს გამარჯვებისთვის, სიცოცხლის დასაცავად. ხალხის სიცოცხლისა და ჩვენი მშვენიერი უკრაინის დასაცავად“, – აღნიშნა ზელენსკიმ.