ვოლოდიმირ ზელენსკი - ახლა რუსი ოკუპანტები ზარალდებიან, მათი ყოველი დანაკარგი თავისუფლების გრძელვადიანი გაძლიერებაა
ვოლოდიმირ ზელენსკი - ახლა რუსი ოკუპანტები ზარალდებიან, მათი ყოველი დანაკარგი თავისუფლების გრძელვადიანი გაძლიერებაა

ახლა რუსი ოკუპანტები ზარალდებიან, მათი ყოველი დანაკარგი თავისუფლების გრძელვადიანი გაძლიერებაა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვისას განაცხადა.

ზელენსკის თქმით, ის ესაუბრა დასავლელ პარტნიორებს, რომლებთანაც სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხი განიხილა, მათ შორის, ფრონტზე არსებული საომარი მოქმედებები და ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან დაკავშირებული საფრთხე.

„სამწუხაროდ, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე არსებული რუსული საფრთხის მიმართ მსოფლიოს ყურადღება ჯერ კიდევ არასაკმარისია. ისევე, როგორც არასაკმარისი იყო რეაქცია რუსეთის მიერ კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქებაზე. მე გავუზიარე ჩვენს პარტნიორებს ინფორმაცია, რომელიც გვაქვს, ინფორმაცია ჩვენი დაზვერვიდან, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დანაღვმის რუსული სცენარის შესახებ, რომელიც აშკარად დამტკიცებულია ტერორისტებისთვის“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ქვეყანა ყველაფერს აკეთებს, რათა ვილნიუსის მოახლოებულ სამიტს რეალური შინაარსი ჰქონდეს.