ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინის მიერ დაწესებული სანქციები მიმართულია იმ პირებისა და კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც ტერორის დანაშაულს იზიარებენ და ეხმარებიან აგრესორს
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინის მიერ დაწესებული სანქციები მიმართულია იმ პირებისა და კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც ტერორის დანაშაულს იზიარებენ და ეხმარებიან აგრესორს, – ამის შესახებ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
„გამოქვეყნდა კიდევ ორი სასანქციო განკარგულება პირებისა და კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც იზიარებენ დანაშაულს ამ ტერორისთვის და ეხმარებიან აგრესორს. კერძოდ, ეს არის სანქციები იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც სპორტს ამოფარებულები ეწევიან ტერორისტი სახელმწიფოს პროპაგანდას, მათ წინააღმდეგ, ვინც დაკავშირებულია მის მაღალჩინოსნებთან. ცალკე სიაში არიან IT-კომპანიები, რომლებიც აფინანსებენ ტერორს ან აგრესიის გასაგრძელებლად უზრუნველყოფენ ციფრულ შესაძლებლობებს. ვახდენთ ყველა უკრაინული სანქციის საერთაშორისო სანქციებთან სინქრონიზებას. ეს გარდაუვალი პროცესია“, – განაცხადა ზელენსკიმ.
გუშინ უკრაინის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა რუსი სპორტსმენებისთვის, IT-კომპანიებისა და საწარმოებისთვის სანქციების დაწესების შესახებ განკარგულებას. შავ სიაში მოხვდნენ კომპანიები „იანდექსი“ და „რამბლერი“.