ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინამ ამერიკული „ნასამსის“ ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემები მიიღო
ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინამ ამერიკული „ნასამსის“ ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემები მიიღო

უკრაინამ ამერიკული „ნასამსის“ (NASAMS) ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემები მიიღო, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „სიბიესთან“ ინტერვიუში განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, დახმარების მიუხედავად, ამ სისტემების რაოდენობა არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ქვეყანამ დაიცვას სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, სკოლები, საავადმყოფოები, უნივერსიტეტები და თავად უკრაინელების სახლები რუსული დაბომბვისგან.

„ჩვენთვის აუცილებელია, რომ აშშ-მა გამოავლინა ლიდერობა და უკრაინას საჰაერო თავდაცვის საშუალებები გადასცა. მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ბაიდენს და კონგრესს დადებითი გადაწყვეტილების მიღებისთვის, რომელიც უკვე დამტკიცებულია. ჩვენ მივიღეთ „ნასამსი“. ჩვენ გვჭირდება უსაფრთხოება, რათა მოვიზიდოთ ჩვენი უკრაინელები სახლში დაბრუნებისთვის. თუ უსაფრთხოება იქნება, ჩამოვლენ, დასახლდებიან, აქ იმუშავებენ და გადასახადებს გადაიხდიან, მაშინ ბიუჯეტში ხუთი მილიარდი დოლარის დეფიციტი არ გვექნება. ეს ყველასთვის დადებითი იქნება“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.