ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა ვერ განიხილავს მარცვლეულის ბელარუსის ტერიტორიის გავლით ბალტიის პორტებში ექსპორტის საკითხს
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა ვერ განიხილავს მარცვლეულის რკინიგზის საშუალებით ბელარუსის ტერიტორიის გავლით ბალტიის პორტებში ექსპორტის საკითხს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.
„რაც შეეხება ბელარუსს: ეს ინფორმაცია ღიაა. ჩვენ შემოგვთავაზეს, წავსულიყავით ბელარუსის გავლით რკინიგზით. ჩვენ ისიც გვესმის, რა მოცულობაა. თუმცა, ჩვენ გვესმის, რისთვის გვთავაზობდნენ ამას. ჩვენ ჯერ არ ვართ მზად ამ ფორმატზე წასვლისთვის და ჩვენი „მეგობრული“ მეზობლების დახმარებისთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ.
გასულ კვირას ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ მზად არის უკრაინული მარცვლეულის ბალტიის პორტებში ბელარუსის გავლით ტრანსპორტირებისთვის, თუ ბალტიის პორტები ღია იქნება ბელარუსული პროდუქტებისთვის.