ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ომში უკრაინის გამარჯვება მისი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გადარჩენა იქნება
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ომში უკრაინის გამარჯვება მისი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გადარჩენა იქნება. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ეიბისი ნიუსთან“ ინტერვიუს დროს განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ გამოიყურება გამარჯვება ქვეყნისთვის, ზელენსკიმ უპასუხა, რომ ეს არის უკრაინის გადარჩენა.
„პუტინის მიზანია უკრაინის ოკუპაცია. პუტინს, რასაკვირველია, სურს ჩვენი სრული ოკუპაცია. მისთვის ეს არის გამარჯვება. და ვიდრე მას ეს არ შეუძლია, გამარჯვება ჩვენს მხარეზეა. ამიტომ ჩვენთვის გადარჩენა არის გამარჯვება. რადგან ჩვენ ვრჩებით ჩვენი იდენტობით, ჩვენი ქვეყნით, ჩვენი დამოუკიდებლობით“, – აღნიშნა ზელენსკიმ.