ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მომავალი კვირა დიპლომატიური თვალსაზრისით ძალიან დატვირთული იქნება
ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მომავალი კვირა დიპლომატიური თვალსაზრისით ძალიან დატვირთული იქნება

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მომავალი კვირა დიპლომატიური თვალსაზრისით ძალიან დატვირთული იქნება.

ზელენსკის თქმით, მომდევნო კვირაში სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტს სიტყვით მიმართავს, ამიტომ ვერავინ შეძლებს უკრაინის ინტერესების დამალვას პოლიტიკურ ოფისებში ან ბიუროკრატიულ ხარვეზებში.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინისთვის ევროპისა და სხვა კონტინენტების ხალხის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ ქვეყნის ხელისუფლების მთავარი ამოცანა მშვიდობა და ნორმალური ცხოვრების სწრაფი აღდგენაა.

„მსოფლიოში სულ უფრო მეტი ადამიანი დგას უკრაინის მხარეს, სიკეთის მხარეს ბოროტებასთან ბრძოლაში. და თუ სადმე პოლიტიკოსებმა არ იციან, როგორ გაჰყვნენ ხალხს, ჩვენ მათ ვასწავლით. ეს არის დემოკრატიისა და ჩვენი ეროვნული ხასიათის საფუძველი. როგორც მაცნობეს, უკვე არის თურქეთში პირისპირ შეხვედრის შესაძლებლობა და საჭიროება. არ არის ცუდი. ვნახოთ შედეგი. მოლაპარაკებებში ჩვენი პრიორიტეტები ცნობილია. უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა ეჭვს არ ექვემდებარება. ჩვენი სახელმწიფოს უსაფრთხოების არსებული გარანტიები სავალდებულოა. ჩვენი მიზანიც აშკარაა – მშვიდობა და ნორმალური ცხოვრების სწრაფი აღდგენა ჩვენს მშობლიურ ქვეყანაში“, – აღნიშნა ზელენსკიმ.