პირველი არხის ინფორმაცია, რომ დავით ვოლკოვმა „საბურთალო“ დატოვა, ფეხბურთელმა დაადასტურა და შესაძლოა ვარიანტებიც გაამხილა.
„დიახ, დღეს „საბურთალოდან“ წამოვედი. გუნდის და მისი მთავარი მწვრთნელის, გია ჭიაბრიშვილის მადლიერი ვარ. რთულ პერიოდში გუნდში მიმიწვიეს და თავის გამოჩენის შანსი მომცეს, რასაც არასოდეს დავივიწყებ. მაგრამ ახლა გუნდის დატოვება გადავწყვიტე“ – ამბობს ვოლკოვი.
შევიტყვეთ, რომ 23 წლის თავდამსხმელს ქუთაისის „ტორპედო“ იწვევს. ვოლკოვს კომენტარი ამის შესახებაც ჩამოვართვით: „დასამალი არაა, რომ ინტერესი ბათუმის „დინამოდან“ და ქუთაისის „ტორპედოდან“ იყო. მაგრამ მე უფრო „ტორპედოსკენ“ ვიხრები, რადგან ეს ტრადიციული და ძალიან ძლიერი გუნდია“.
შეგახსენებთ, რომ „საბურთალო“ სეზონის დასრულების შემდეგ სამმა მოთამაშემ დატოვა – დიმიტრი ტატანაშვილმა, დავით თარგამაძემ და ნოდარ იაშვილმა, რომელიც თბილისის „დინამოში“ გადავიდა.