ვოლკოვმა „გაბალა" აზერბაიჯანულ ფინალში გაიყვანა
ვოლკოვმა „გაბალა" აზერბაიჯანულ ფინალში გაიყვანა

დავით ვოლკოვმა აზერბაიჯანის თასზე თავი გამოიჩინა და „გაბალა” ფინალში გაიყვანა. 23 წლის ქართველმა თავდამსხმელმა გადამწყვეტი როლი თასის ნახევარფინალის განმეორებით შეხვედრაში ითამაშა.

გაბალა” აზერბაიჯანის ბოლო წლების უცვლელ ჩემპიონს, ჩემპიონთა და ევროპის ლიგების ჯგუფურ ეტაპზე ნათამაშებ აგდამის „ყარაბახს” შეხვდა. პირველი შეხვედრა ვოლკოვის გუნდმა 1:0 მოიგო.

განმეორებით მატჩში „გაბალა” მეტოქის სტადიონზე ესტუმრა და 1:2 დამარცხდა. მაგრამ გასვლაზე გატანილი გოლის წყალობით, გუნდმა ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. ეს ერთადერთი გოლი ვოლკოვმა 81-ე წუთზე გაიტანა, როდესაც მასპინძლები 2:0-ს იგებდნენ და ეს ანგარიში აწყობდათ.

გაბალა” და ვოლკოვი 19 მაისს აზერბაიჯანის თასის ფინალში „სუმგაითს” დაუპირისპირდებიან.

ვოლკოვი ახალ კლუბში იანვარში „საბურთალოდან” გადავიდა.