დავით ვოლკოვმა აზერბაიჯანის ჩემპიონატში საუკეთესო მატჩი ჩაატარა და „საბაჰს“ „საბაილის“ დიდი ანგარიშით დამარცხებაში 4:0 დაეხმარა.
აზერბაიჯანის პრემიერ ლიგის 21-ე ტური ამ შეხვედრით დასრულდა. „საბაჰს“ მოულოდნელად გაუჩნდა შესაძლებლობა, შეემცირებინა სხვაობა ლიდერ „ყარაბაღთან“, რომელმაც განჯაში „კიაფაზთან“ ქულები დაკარგა.
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და 59-ე წუთზე შეცვალეს.
მასპინძლებმა დამაჯერებლად ითამაშეს და „საბაილს“ შანსი არ დაუტოვეს. უკვე პირველ ტაიმში „საბაჰმა“ სამი უპასუხო გოლი გაიტანა და თამაშის ბედი გადაწყვიტა. ვოლკოვმა მეტოქის კარი მეათე და 31-ე წუთებზე აიღო და დუბლი შეასრულა.
მეორე ტაიმში „საბაჰი“ დამშვიდდა და სტუმრებს მხოლოდ კიდევ ერთი გოლი აკმარა, 21 ტურის შემდეგ 21 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა, ლიდერ „ყარაბაღს“ კი მხოლოდ ხუთი ქულით ჩამორჩება.
დავით ვოლკოვმა ბოლო 4 მატჩში 4 გოლი გაიტანა, სულ კი მის ანგარიშზე 7 გოლია და აზერბაიჯანის ჩემპიონატის ბომბარდირთა ხუთეულს მიუახლოვდა.