ვოლკოვმა აზერბაიჯანის ჩემპიონატში მე-10 გოლი გაიტანა [ვიდეო] #1TVSPORT

დავით ვოკლკოვმა მორიგი გოლი გაიტანა და აზერბაიჯანის ჩემპიონატის ბომბარდირთა სიაში ლიდერობა განიმტკიცა, მაგრამ გუნდს ამით ქულის გადარჩენაში ვერ დაეხმარა.

ჩემპიონატის ტურში საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის „ზირამ“ საკუთარ მოედანზე „გაბალა“ მიიღო. ვოლკოვიზირას“ ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა.

12 ტურის შემდეგ ორივე გუნდს 22-22 ქულა ჰქონდათ და შეხვედრას სატურნირო კუთხით დიდი მნიოშვნელობა ჰქონდა. „გაბალა“ პირველივე ტაიმში ორბურთიანი უპირატესობით დაწინაურდა. ვოლკოვმა 45+4-ე წუთზე გოლი გაიტანა.

ზირას“ თამაშის გადარჩენის შანსი ჰქონდა, მაგრამ ეს ვერ მოახერხა. 73-ე წუთზე „ჯვაროსნების“ ფორვარდი კიდევ ერთხელ შეეცადა კარის აღებას, მაგრამ მეკარემ საიმედოდ ითამაშა და დუბლის შესრულების საშუალება არ მისცა.

ზირა“ საბოლოოდ, 1:2 დამარცხდა – გუნდი 22 ქულით მესამე ადგილზე დაქვეითდა. რაც შეეხება დავით ვოლკოვს, 10 გოლით ბომბარდირებში პირველ ადგილზეა და მეორეადგილოსანს, „ყარაბაღის“ ლიდერს, ფილიპ ოზობიჩს 3 გოლით ასწრებს.