ვოლკოვის გოლმა „საბაჰი“ აზერბაიჯანის ჩემპიონატში გაალიდერა [ვიდეო] #1TVSPORT
დავით ვოლკოვმა აზერბაიჯანის ჩემპიონატში გოლი გაიტანა და „საბაჰს“ „გაბალასთან“ მნიშვნელოვანი 3 ქულის მოპოვებაში (0:2) დაეხმარა.
აზერბაიჯანის ჩემპიონატის მე-4 ტურში „საბაჰი“ „გაბალას“ ესტუმრა, გასვლით შეხვედრაში კონკურენტი დაამარცხა და ასპროცენტიანი მაჩვენებლით ჩემპიონატში გალიდერდა.
ვოლკოვმა თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და 73-ე წუთზე შეცვალეს. ამ პერიოდში კი გუნდში ერთ-ერთი გამორჩეული იყო და 48-ე წუთზე ანგარიში გახსნა. თუმცა, ყოფილ გუნდთან გოლი არ აღნიშნა. ეს მიმდინარე სეზონში ქართველი თავდამსხმელის პირველი გოლი იყო.
ამავე ტურში, საბა კვირკველიას და ვატო არველაძის „ნეფთჩიმ“ შინ „ზირა“ 2:1 დაამარცხა. ორივე ქართველი შეცვლაზე შევიდა – არველაძე 65-ე წუთზე, კვირკველია კი – 86-ე წუთზე.
„ყარაბაღში“ თავის გამოჩენის საშუალება მეკარე ლუკა გუგეშაშვილს „შამახთან“ მიეცა – ადგამელებმა 4:0 მოიგეს, ქართველმა მეკარემ შეუცვლელად ითამაშა და გოლი არ გაუშვია.