ვოლკანოვსკისა და ჰოლოვეის მეორე დაპირისპირება შესაძლოა ზაფხულში გაიმართოს
აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC) ქვემსუბუქ წონაში (featherweight) სატიტულო ბრძოლა შესაძლოა მიმდინარე წლის ზაფხულში გაიმართოს. მოგეხსენებათ, რომ ამ დივიზიონს ახალი ჩემპიონი ჰყავს. ავსტრალიელმა ალექს ვოლკანოვსკიმ დეკემბერში (UFC 245) მაქს ჰოლოვეი დაამარცხა და ქამარს დაეუფლა. ბევრი მიიჩნევს, რომ ჰავაელი მებრძოლი სწრაფ რემატჩს იმსახურებს და ამერიკული მედია სულ უფრო ხშირად წერს ჰოლოვეისა და ვოლკანოვსკის განმეორებით დაპირისპირებაზე. ამის შესახებ ორგანიზაციის პრეზიდენტმა დანა ვაიტმაც განაცხადა.
ვოლკანოვსკის აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში (UFC) 8 მოგება და არც ერთი მარცხი აქვს. შერეული ორთაბრძოლების კარიერაში ავსტრალიელმა მხოლოდ ერთხელ 2013 წელს წააგო. ჰოლოვეი კი 2013 წლის შემდეგ კი პირველად სწორედ ვოლკანოვსკისთან დამარცხდა.