Voetbal International-ის ჟურნალისტი - აღმაშფოთებელია, თუ როგორ მოექცა ამსტერდამის „აიაქსი“ გიორგი მიქაუტაძეს #1TVSPORT
ნიდერლანდური გამოცემა Soccernews-ი გამოეხმაურა ფრანგულ გამოცემა „ეკიპში“ გამოქვეყნებულ გიორგი მიქაუტაძის ინტერვიუს, რომელშიც ქართველმა თავდამსხმელმა ამსტერდამის „აიაქსი“ გააკრიტიკა.
„გიორგი მიქაუტაძემ „აიაქსი“ გააკრიტიკა. ქართველის ტრანსფერი კვლავ ნიდერლანდურ კლუბს ეკუთვნის და ის „მეცში“ იჯარის წესით თამაშობს. მისი თქმით, ამსტერდამში მასზე არავინ ზრუნავდა და სახლიც კი თავად მოძებნა.
ქართველი ფეხბურთელის ინტერვიუს გამოეხმაურა ჟურნალისტი პეტერ ვოლბერსი, რომელიც გამოცემა Voetbal International-ისთვის მუშაობს: „იმედი მაქვს, ახალი მენეჯმენტის პირობებში ფეხბურთელებს ცოტა უკეთესად მიუდგებიან. აღმაშფოთებელია, თუ როგორ მოექცა „აიაქსი“ მიქაუტაძეს და სხვა ახალ მოთამაშეებს. ეს წლების განმავლობაში ასე ხდება და რაღაც ნამდვილად უნდა შეიცვალოს“.
Barttajax-ის (ბლოგი „აიაქსის“ გულშემატკივრებისთვის): „ადრე ბევრი მსგავსი რამ მომხდარა, ახლა კი ეს ამბავი მიქაუტაძის შემთხვევაში განმეორდა. კლუბში არ იციან, რა გააკეთონ. ფეხბურთელებისადმი სწორი დამოკიდებულება გუნდის წარმატების საფუძველს წარმოადგენს“.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძე ამსტერდამის „აიაქსმა“ „მეციდან“ 16 მილიონ ევროდ გასული წლის აგვისტოში შეიძინა, თუმცა ფრანგულ გუნდში ის იჯარით ექვსი თვის შემდეგ დააბრუნა.