Voetbal International-ი – გიორგი მიქაუტაძეს „აიაქსში“ გადასვლა სურს, მიუხედავად იმისა, რომ მისით რამდენიმე სხვა კლუბიც ინტერესდება #1TVSPORT
Voetbal International-ი – გიორგი მიქაუტაძეს „აიაქსში“ გადასვლა სურს, მიუხედავად იმისა, რომ მისით რამდენიმე სხვა კლუბიც ინტერესდება #1TVSPORT

„აიაქსი“ გიორგი მიქაუტაძესთან დაკავშირებით სატრანსფერო მოლაპარაკებებში დაწინაურდა. ევროპული ფეხბურთის გრანდში გადასვლა თავად მოთამაშესაც სურს, – ინფრომაციას Voetbal International-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი „ლაციოში“, „ვესტ ჰემში“ ან ფრანკფურტის „აინტრახტში“ თამაშს „აიაქსს“ ამჯობინებს.

მიქაუტაძე დიდ სცენაზე 2022/23 წლის სეზონში გამოჩნდა. მან საფრანგეთის ლიგა 2-ში 23 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა, რითიც „მეცს“ ლიგა 1-ში გადასვლაში დაეხმარა. მიმდინარე სეზონში კი მან 3 თამაშში 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა. მათ შორის მან „კლერმონს“ გადამწყვეტი გოლი გაუტანა და თავის გუნდს 3 ქულა მოუტანა.

გამოცემის ინფორმაციით, ქართველ ფეხბურთელს „მეცი“ 20 მილიონ ევროდ აფასებს, ხოლო „აიაქსს“ სურს, მიქაუტაძის ტრანსფერში მოჰამედ კუდუსისთვის აღებული თანხა გამოიყენოს. განელი ფეხბურთელი 45 მილიონად „ვესტ ჰემში“ გადავიდა.

„აიაქსმა“ ამ ზაფხულს რამდენიმე ახალგაზრდა ტალანტი აიყვანა, მათ შორის: იოსიპ სუტალო, გასტონ ავილა, ბენჯამინ ტაჰიროვიჩი, ანტონ გაეი და დიანტ რამაი.

Voetbal International-ი წერს, რომ „აიაქსს“ სებასტიან ალეს წასვლის შემდეგ სტაბილური და შედეგიანი ბომბარდირი აკლია, ხოლო მიქაუტაძე, შესაძლოა, სწორედ ასეთ ფეხბურთელად იქცეს. ამსტერდამული კლუბი ფორვარდის პოზიციაზე ასევე განიხილავს „ატლანტა იუნაიტედის“ ფეხბურთელს, ტიაგო ალმადას.