საქართველოს საფეხბურთო ნაკრები უეფას ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადებას იწყებს. ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით ჩვენი ეროვნული გუნდი 3 სექტემბერს თბილისში შეიკრიბება. ქართველი ფეხბურთელები 3 და 4 სექტემბერს, წლის პირველი ოფიციალური მატჩისთვის თბილისში მოემზადებიან. ჩვენი გუნდი ასტანაში 5 სექტემბერს გაემგზავრება. ყაზახეთისა და საქართველოს საფეხბურთო ნაკრებთა შეხვედრა 6 სექტემბერს შედგება. ერთა ლიგის მეორე ტურის მატჩი საქართველოსა და ლატვიას შორის 9 სექტემბერს, „დინამო არენაზე“ ჩატარდება. ვლადიმირ ვაისმა ყაზახეთთან და ლატვიასთან დაგეგმილი მატჩებისთვის 25 ფეხბურთელი გამოიძახა.
ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ეროვნულ ნაკრებს თორნიკე ოქრიაშვილი და ლევან მჭედლიძე დაუბრუნდნენ. ეროვნულ ნაკრებში ამ დროისთვის ერთი დებიუტანტია. ტრავმირებულ გიორგი მაკარიძეს თბილისის „საბურთალოს“ მეკარე ლაზარე კუპატაძე შეცვლის.
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: გიორგი ლორია (კრილია სოვეტოვი, რუსეთი), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი)
მცველები: ოთარ კაკაბაძე (ხიმნასტიკი, ესპანეთი), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ლაშა დვალი (პოგონი, პოლონეთი), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, მინსკი, ბელარუსი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი)
ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), გიორგი აბურჯანია (ლუგო, ესპანეთი), ვაკო გვილია (ლუცერნი, შვეიცარია), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), გიორგი არაბიძე (ნასიონალი, პორტუგალია), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), თორნიკე ოქრიაშვილი (კრასნოდარი, რუსეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ჯაბა ჯიღაური (გრენობლი, საფრანგეთი),
თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე (ემპოლი, იტალია), გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, კვიპროსი)
ამ დროისთვის, ცნობილია კიდევ ექვსი ფეხბურთელის ვინაობა, რომლებსაც მთავარი მწვრთნელი ამ დროისთვის ეროვნული ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში განიხილავს.
ლევან გეგეჭკორი (ტორპედო, ქუთაისი), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია), ალექსანდრე კობახიძე (ვორსკლა, უკრაინა), ლუკა ზარანდია (არკა, პოლონეთი), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), ბუდუ ზივზივაძე (დინამო, თბილისი)
უეფას ერთა ლიგის მატჩების განრიგი
6 სექტემბერი
ყაზახეთი-საქართველო 18:00 (თბილისის დროით)
9 სექტემბერი
საქართველო-ლატვია 20:00