ხვალ, 15 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები რიგაში მიემგზავრება, სადაც “ჯვაროსნები” უეფას ერთა ლიგის მეოთხე ტურში ლატვიას შეხვდებიან.
ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, ვლადიმირ ვაისის გუნდში 23 ფეხბურთელია. საქართელოს ნაკრებსი სლოვაკი დამრიგებელი კიდევ ერთი თავდამსხმელის დამატებას აპირებდა, მაგრამ საბოლოოდ, გადაიფიქრა და ლატვიასთან მატჩისთვის მხოლოდ ის ფეხბურთელები მოემზადებიან, რომელებმაც თბილისში ანდორას წინააღმდეგ ითამაშეს. ნაკრებს ტრავმის გამო მხოლოდ თორნიკე ოქრიაშვილი ვერ დაეხმარება.
ერთა ლიგის გათამაშების მეორე ტურში საქართველოს ნაკრებმა თბილისში ლატვია მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხა. 15 ოქტომბერს რიგაში, მატჩის მასპინძელ სტადიონზე ადგილობრივი დროით 19:30 საათზე საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი პრესკონფერენციას გამართავს, 20:00-ზე კი ჩენი ნაკრები
მატჩის წინა ვარჯიშს გამართავს.
საქართველოს ნაკრების 23 კაციანი შემადგენლობა ლატვიასთან შეხვედრაში:
მეკარეები: გიორგი ლორია (კრილია სოვეტოვი, რუსეთი), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი)
მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ლაშა დვალი (პოგონი, პოლონეთი), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, მინსკი, ბელარუსი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი)
ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა, ნიკა კვეკვესკირი (ორივე – ტობოლი, ყაზახეთი), გიორგი აბურჯანია (ლუგო, ესპანეთი), ვაკო გვილია (ლუცერნი, შვეიცარია), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, მოსკოვი) გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ჯაბა ჯიღაური (გრენობლი, საფრანგეთი), ლუკა ზარანდია (არკა, პოლონეთი), ვახტანგ ჭანტურიშვილი (სპარტაკ-ტრნავა, სლოვაკეთი)
თავდამსხმელი: ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, კვიპროსი)
D ლიგის პირველ ჯგუფის მესამე ტურში ლატვიისა და ყაზახეთის მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. საქართველოს ნაკრები 9 ქულით ლიდერობს, ლატვიას ორი ქულა აქვს და ყაზახეთთან და ანდორასთან ერთად მეორე-მეოთხე ადგილებს ინაწილებს.
ერთა ლიგის მეოთხე ტურის შეხვედრა ლატვიისა და საქართველოს ნაკრებებს შორის 16 ოქტომბერს თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.