საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა გაფართოებული შემადგენლობა „ერთა ლიგის“ მესამე და მეოთხე ტურის მატჩებისთვის დაასახელა.
სლოვაკი სპეციალისტის განკარგულებაში 26 ფეხბურთელი იქნება, მათ შორის, ერთი დებიუტანტი – 22 წლის ლუკა ზარანდია, რომელიც პოლონეთის ლიგაში „არკას“ ღირსებას იცავს.
უნდა აღვნიშნოთ, რომ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ეროვნულ გუნდში მოსკოვის „სპარტაკის“ შემტევი, ჯანო ანანიძე დაბრუნდება.
საქართველოს ნაკრების სრული შემადგენლობა ასეთია –
მეკარეები – გიორგი ლორია (კრილია სოვეტოვი, რუსეთი), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი)
მცველები – ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ლაშა დვალი (პოგონი, პოლონეთი), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, მინსკი, ბელარუსი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი)
ნახევარმცველები – ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), გიორგი აბურჯანია (ლუგო, ესპანეთი), ვაკო გვილია (ლუცერნი, შვეიცარია), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, მოსკოვი) გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), თორნიკე ოქრიაშვილი (კრასნოდარი, რუსეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ჯაბა ჯიღაური (გრენობლი, საფრანგეთი), ლუკა ზარანდია (არკა, პოლონეთი), ვახტანგ ჭანტურიშვილი (სპარტაკ-ტრნავა, სლოვაკეთი)
თავდამსხმელები – ლევან მჭედლიძე (ემპოლი, იტალია), ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, კვიპროსი)
ვლადიმირ ვაისი უახლოეს რეზერვად ოთხ ფეხბურთელს განიხილავს: ლევან გეგეჭკორი (ტორპედო, ქუთაისი), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია), ბუდუ ზივზივაძე (დინამო, თბილისი), ბაჩანა არაბული (პუშკაშ-აკადემია, უნგრეთი).
საქართველოს ნაკრები 13 ოქტომბერს თბილისში ანდორას უმასპინძლებს. 16 ოქტომბერს რიგაში, ლატვიას შეხვდება. ვლადიმირ ვაისის გუნდი მზადებას 8 ოქტომბრიდან დაიწყებს.