ვლადიმირ ვაისი - თავდამსხმელების თამაში არ მაკმაყოფილებს, მეორეს გატანა შეგვეძლო
ვლადიმირ ვაისი - თავდამსხმელების თამაში არ მაკმაყოფილებს, მეორეს გატანა შეგვეძლო

ვლადიმირ ვაისმა ერთა ლიგის C2 ჯგუფში ჩრდილოეთ მაკედონიასთან ფრედ 1:1 დასრულებული შეხვედრის შემდეგ „დინამო-არენასმედიადარბაზში პრესკონფრენეცია გამართა. საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი მოპოვებული ქულით უკმაყოფილო დარჩა და არ დამალა, რომ თავდამსხმელების გამოსვლა არ აკმაყოფილებს.

„მიმაჩნია, რომ მოგება შეგვეძლო. თუმცა, ჩრდილოეთ მაკედონია ძლიერი მეტოქეა და ძალიან ძლიერი მოთამაშეები ჰყავს, ბარდი, ელმასი, პანდევი – მათთან ბელარუსის მოგების შემთხვევაში ფანტასტიკური პლეი ოფის მატჩი გველის. თამაშის შეცვლა ვცადეთ და სამწუხაროდ, შედეგს ვერ მივაღწიეთ ბელარუსთან გადამწყვეტი მატჩი გველის და იმედია, ფეხბურთელები იმ დროისთვის უკეთეს ფორმაში იქნებიან,“ – ამბობს ვლადიმირ ვაისი.

ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა არ დამალა, რომ თავდამსხმელების თამაშით ძალიან უკმაყოფილოა:

„დაცვაში მარცხენა ფლანგზე და თავდასხმაში სერიოზული პრობლემა გვაქვს და რამდენიმე წელია ასე გრძელდება. მალის ამიტომ მივეცი შანსი და 30 წუთი კარგად ითამაშა. მერე შეცდა. შესაძლოა, ჩემი შცედომა იყო, რომ ნაადრევად ვათამაშე. თუმცა, ჩვენ მეორე გოლი აუცილებლად უნდა გაგვეტანა და ამის შანსებიც გვქონდა. საამისოდ, თავდამსხმელებს უნდა ეყოჩაღათ. საერთოდ, ის დონე, რასაც ფორვარდები აჩვენებენ, სანაკრებო დონეზე საკმარისი არაა“.

ერთა ლიგის C2 ჯგუფში საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებების შეხვედრა 1:1 დასრულდა. 2 ტურის შემდეგ საქართველომ და ჩრდილოეთ მაკედონიამ 4-4 ქულა დააგროვეს და პირველ-მეორე ადგილებზე არიან.