ლუქსემბურგის საფეხბურთო ნაკრებთან შეხვედრამდე (რომელიც დღეს 22 საათზე დაიწყება), საქართველოს ნაკრებმა ბოლო ვარჯიში ჟოზი ბარტელის სახელობის სტადიონზე გამართა.
ლუქსემბურთან შეხვედრასთან დაკავშირებით ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა კომენტარი გააკეთა.
„ლუქსემბურგთან შეხვედრას ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. ერთა ლიგის დაწყებამდე ბოლო საკონტროლო მატჩი გვაქვს, ეს შანსია იმ მოთამაშეებისთვის, რომლებსაც თავის გამოჩენა სურთ და მალტასთან არ უთამაშიათ. შემადგენლობაში ცვლილებები იქნება. რაც შეეხება მოწინააღმდეგეს, ლუქსემბურგი კარგად ორგანიზებული გუნდია, რომელიც დაცვაში ხისტად თამაშობს. ასეთ ამხანაგურ შეხვედრებში პირველ ნომრად თამაში უნდა ვისწავლოთ“ – ამბობს სლოვაკი სპეციალისტი.
საქართველოს ნაკრები დღევანდელი მატჩისთვის ასეთი შემადგენლობით ემზადება
მეკარეები: გიორგი მაკარიძე (რიუ ავე, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ქუთაისის ტორპედო), ზაურ მახარაძე (ოლიმპიკი, დონეცკი)
მცველები: გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), ლევან გეგეჭკორი (რუსთავი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი), ლაშა დვალი (პოგონი, პოლონეთი), გიორგი ნავალოვსკი (უგუნდო), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია), ლევან ხარაბაძე (თბილისის დინამო)
ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა, (ტობოლი, ყაზახეთი), გიორგი აბურჯანია (სევილია 2, ესპანეთი), ოთარ კიტეიშვილი (თბილისის დინამო), ბექა ვაჩიბერაძე (რიგასი, ლატვია), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), გიორგი ბერიძე (გენტი, ბელგია), ვახტანგ ჭანტურიშვილი (ტრნავას სპარტაკი, სლოვაკეთი), გიორგი ხარაიშვილი (გიოტებორგი, შვედეთი), ჯაბა ჯიღაური (ორდაბასი, ყაზახეთი)
თავდამსხმელები: ნიკა კაჭარავა (როსტოვი, რუსეთი), ბუდუ ზივზივაძე (თბილისის დინამო)