ვლადიმირ ვაისი - ლატვიისთვის კიდევ ერთ თავდამსხმელს გამოვიძახებთ, ზივზივაძეს ან დვალიშვილს
„შესაძლოა, ლატვვიის მატჩამდე კიდევ ერთი თავდამსხმელი გამოვიძახო,“ – ეს ვლადიმერ ვაისმა ანდორასთან მატჩის შემდეგ განაცხადა.
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ანდორა-ლატვიასთან შეხვედრებისთვის მხოლოდ ერთი ცენტრალური თავდამსხმელი, ნიკა კაჭარავა გამოიძახა, რადგან გიორგი ქვილითაია და ლევან მჭედლიძე ტრავმირებულები არიან. ანდორასთან კი გამოჩნდა, რომ კაჭარავა სასურველ ფორმაში არაა.
ვაისმა სწორედ ამ კონტექსტში ისაუბრა ლატვიასთან შეხვედრაში საკადრო ცვლილებებზე –
„ნიკა კაჭარავასგან დღეს მეტს ველოდი, ის ცდილობდა კონკრეტულ ეპიზოდებში მეტი გაეკეთებინა, თუმცა ეს გოლის გასატანად საკმარისი არ იყო. შესაძლოა, შემდეგ შეხვედრაში კიდევ ერთი თავდამსმხელი გამოვიძახო, ბუდუ ზივზივაძე ან ლადო დვალიშვილი, ან სხვა ფეხბურთელი. საბოლოო გადაწყვეტილებას ფეხბურთელის სათამაშო მდგომარეობის მიხედვით მივიღებ. ჩემთვის მნიშვნელოვანი არ არის, რომელი ფეხბურთელი გაიტანს გოლს, მთავარია მეტოქის კარი ავიღოთ.“ – განაცხადა ვაისმა.