საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმერ ვაისმა ბელარუსთან ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ გამართული ევრო 2020-ის პლეი ოფის მოგებული შეხვედრა (1:0) პრესკონფერენციაზე შეაფასა:
„რა თქმა უნდა, დღვანდელი მატჩი მნიშვნელოვანი იყო, უნდა მოგვეგო და ასეც მოხდა. ერთი ნაბიჯით მივუახლოვდით ევროპის ჩემპიონატის საგზურს, მეტოქეს კი მალე გავიგებთ. ვიგებდით და მეორე გოლის გატანა მნიშნელოვანი იყო. გვქონდა კიდეც შანსი – ხვიჩა კვარაცხელიას, ვაკო ყაზაიშვილს, მაგრამ, ვერ შევძელით და თამაში კიდევ უფრო დაიძაბა,“ – ამბობს ვლადიმირ ვაისი.
მან სომხეთთან მომავალ მატჩზე ილაპარაკა, რომელიც პოლონეთში გაიმართება:
„მთავარი იყო მოგვეგო და ეს გავაკეთეთ, ახლა მნიშვნელოვანია, კარგად დავისვენოთ და პოლონეთში გასამართი მატჩისთვის სათანადოდ მოვემზადოთ. ორ დღეში უნდა გავემგზავროთ. ჩემთვის პირადადაც ფასეულია ეს თამაში და იმედია, პოლონეთიდან გამარჯვებით დავბრუნდებით“.
ვაისმა ჩაკვეტაძის გუნდში დაუბრუნებაზეც ილაპარაკა:
„ჩაკვეტაძემ ბოლო მატჩი ტრავმით ითამაშა. ყველაფერს ვცდილობდით, რომ ფორმაში ჩამდგარიყო, მაგრამ ეს შეუძლებელი გამოდგა. ექიმების მცდელობის მიუხედავად, სამწუხაროდ, ის სათამაშოდ მზად არ აღმოჩნდა, გუნდს 12 ოქტომბერს დაუბრუნდება“.