რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა პრესკონფერენციაზე აღიარა, რომ რუსეთში დოპინგის პრობლემა არსებობდა.
ამასთან, ქვეყნის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ მთავრობას ამაში არანაირი ბრალი არ მიუძღვის და დოპინგის გამოყენების სახელმწიფო პროგრამა არ არსებობდა.
პუტინის თქმით, დოპინგთან ბრძოლის საქმეში დიდი სამუშაო ჩატარდა, მაგრამ პრობლემა ბოლომდე გადაწყვეტილი არ არის.
„მნიშვნელოვანწილად, თავად ვართ დამნაშავენი იმ სიტუაციაში, რაც დღეს შეიქმნა, რადგან დოპინგის გამოყენება იყო. სხვა საქმეა, რომ უნდათ თავს მოგვახვიონ თეზისი, თითქოს ეს ყველაფერი ხდებოდა სახელმწიფო დონეზე, მაგრამ ეს ასე არ არის, არც ყოფილა და არც იქნება. დოპინგთან ბრძოლაში კოლოსალური სამუშაო ჩატარდა, მაგრამ პრობლემა ბოლომდე მოგვარებული არ არის,“ – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.