ვლადიმიერ პუტინმა რუს სპორტსმენებს ზამთრის ოლიმპიადაზე გამოსვლის ნება დართო
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განცხადებით, მთავრობა ხელს არ შეუშლის რუს სპორტსმენებს 2018 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე ნეიტრალური სტატუსით გამოვიდნენ.
„ეჭვგარეშეა, რომ ჩვენ არ გამოვაცხადებთ არანაირ ბლოკადას და ხელს არ შევუშვლით ჩვენ სპორტსმენებს თამაშებზე გამგზავრებაში. ყველაფერი მათ სურვილზე იქნება დამოკიდებული”, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა გორკის ავტოქარხნის მუშების წინაშე გამოსვლისას.
შეგახსენებთ, 5 დეკემბერს, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა არ დაუშვა რუსეთის ოლიმპიური ნაკრები 2018 წლის ოლიმპიადაზე, მაგრამ ასპარეზობის ნება დართო რუს სპორტსმენებს ნეიტრალური ათლეტების სტატუსით – დროშისა და ჰიმნის გარეშე.