ერთა ლიგაზე, საქართველოს ნაკრები პირველ მატჩს 6 სექტემბერს ყაზახეთთან გასვლაზე ასტანაში ჩაატარებს. მანამდე გუნდი ტურნირისთვის ამხანაგური მატჩებით ემზადება.
“ჯვაროსნებმა” ივნისში ორი ამხანაგური თამაში დაგეგმეს. ვლადიმერ ვაისის გაწვრთნილები 1 ივნისს ავსტრიის ქალაქ შვაცში მალტას შეხვდებიან. 3 ივნისს კი გუნდი ლუქსემბურგში გადაინაცვლებს და ამ ქვეყნის ეროვნულ გუნდს 5 ივნისს დაუპირისპირდება.
გუნდი ავსტრიაში მდებარე დაბა ბადჰერინგში 26 მაისიდან შეიკრიბება. ეროვნულ ნაკრებში პირველად გამოძახეს დონეცკის „ოლიმპიკის“ მეკარე ზაურ მახარაძე. უკრაინული კლუბის 25 წლის წევრმა, საქართველოს მოქალაქეობა მიიღო და გუნდთან ერთად საწვრთნელ შეკრებაზე იქნება. აგრეთვე, ნაკრებში სადებიუტო მატჩის ჩატს შესაძლებლობა ექნებათ ბექა ვაჩიბერაძეს (რიგასი, ლატვია), გიორგი ბერიძეს (ტრენჩინი, სლოვაკეთი) და საქართველოს ეროვნულ ლიგაში მოასპარეზე, თბილისის “დინამოს” 18 წლის მცველს, ლევან ხარაბაძეს. დიდი ხნის პაუზის შემდეგ ნაკრებში თამაშის შანსი მიეცათ ვახტანგ ჭანტურიშვილსა და საბა ლობჟანიძესაც, რომელიც დანიაში მშვენიერ სეზონს ატარებს.
მნიშვნელოვანი საკლუბო შეხვედრების გამო, ივნისის შეხვედრებს გიორგი პაპუნაშვილი და ოთარ კაკაბაძე გამოტოვებენ. მალტასთან ჯაბა კანკავა, ნიკა კვეკვესკირი და ჯაბა ჯიღაური ვერ ითამაშებენ – სამივე ნაკრებს ლუქსემბურგში შეურთდება.
ვლადიმერ ვაისმა ამხანაგურ მატჩებში გამოძახებული ფეხბურთელების შემადგენლობა დაასახელა:
მეკარეები: გიორგი მაკარიძე (რიუ ავე,პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი), ზაურ მახარაძე (ოლიმპიკი, დონეცკი)
მცველები: გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), ლევან გეგეჭკორი (რუსთავი) საბა კვირკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი), ლაშა დვალი (პოგონი, პოლონეთი), გიორგი ნავალოვსკი (უგუნდო), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია), ლევან ხარაბაძე (დინამო, თბილისი)
ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა, ნიკა კვეკვესკირი (ორივე – ტობოლი, ყაზახეთი), გიორგი აბურჯანია (სევილია, ესპანეთი), ოთარ კიტეიშვილი (დინამო, თბილისი), ვაკო გვილია (ლუცერნი, შვეიცარია), ბექა ვაჩიბერაძე (რიგასი, ლატვია), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), გიორგი ბერიძე (ტრენჩინი, სლოვაკეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), ვახტანგ ჭანტურიშვილი (სპარტაკი,ტრნავა, სლოვაკეთი), ჯაბა ჯიღაური (ორდაბასი, ყაზახეთი).
თავდამსხმელები: ნიკა კაჭარავა (კორონა, პოლონეთი), ბუდუ ზივზივაძე (დინამო, თბილისი), ლადო დვალიშვილი (ჰაპოელ აშქელონი, ისრაელი), ბაჩანა არაბული (ბალმაზუივაროში, უნგრეთი)