ვლადიმერ პუტინმა გამოსცა განკარგულება უკრაინის ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გამოსცა განკარგულება უკრაინის ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების „დამოუკიდებლად“ აღიარების შესახებ. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
„საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ მიღებული პრინციპებისა და ნორმების შესაბამისად, ვაღიარებ და ვადასტურებ რა ხალხთა თანაბარი უფლებებისა და თვითგამორკვევის პრინციპს, რომელიც გათვალისწინებულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებაში, ხერსონის რეგიონის ხალხის მიერ რეფერენდუმზე გამოხატული ნების გათვალისწინებით, რომელიც გაიმართა 2022 წლის 27 სექტემბერს, ვადგენ: აღიარებულ იქნას ხერსონის ოლქის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა“, – ნათქვამია დოკუმენტში.
იგივე შინაარსის განკარგულება გამოქვეყნებულია ზაპოროჟიეს ოლქის „დამოუკიდებლად“ აღიარების შესახებაც.