ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა პირველი ბრძოლა დამაჯერებლად მოიგო
ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა პირველი ბრძოლა დამაჯერებლად მოიგო

ნურსულთანში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ეროვნული გუნდის ყველაზე ტიტულოვანმა წევრმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა პირველ შეხვედრაში მშრალი ანაგარიშით, 4:0 დაამარცხა კორეელი ჯუნსიკ იონი.

მეორე პაექრობას ხინჩეგაშვილი უნგრეთის სახელით მოასპარეზე ისმაილ მუჟუკაევის წინააღმდეგ გამართავს.

ოლიმპიური ჩემპიონი კარიერის მესამე ოლიმპიური თამაშების ლიცენზიისთვისაც იბრძოლებს.

დღეს კიდევ ერთი ქართველი, ოთარ გოგავა (57 კგ) ჩაერთვება ბრძოლაში.