ვლადიმერ გუცაევი ვიტალი დარასელიას სახელობის თასის ელჩი იქნება #1TVSPORT
თემურ ქეცბაიასთან ერთად, ვიტალი დარასელიას თასის ელჩი ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი, საქართველოს პირველი არხის გადაცემის, „საფეხბურთო ტაიმაუტის“ თანაწამყვანი ვლადიმერ გუცაევი იქნება.
ინფორმაციას ტურნირის ორგანიზატორები ავრცელებენ:
„ვიტალი დარასელიას სახელობის თასის კიდევ ერთი ელჩი ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი და ვიტალი დარასელიას თანაგუნდელი ვლადიმერ გუცაევი იქნება.
თავისი თაობისა და მთლიანად ქართული ფეხბურთის გამორჩეული წარმომადგენელი – ვლადმიერ გუცაევი, თემურ ქეცბაიასთან ერთად, 2024 წლის გათამაშების ფარგლებში სხვადასხვა აქტივობაში ჩაერთვება.
ჩვენთვის მნიშვნელოვანი და სასიხარულოა, რომ ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის, ვიტალი დარასელიას სახელობის ტურნირში მისივე თანაგუნდელი იქნება ჩართული“.